წყნარ ოკეანეში ტროპიკული შტორმი სუპერტაიფუნამდე გაძლიერდა

წყნარ ოკეანეში ტროპიკული შტორმი „ხალონგი“ სუპერტაიფუნამდე გაძლიერდა.

ამჟამად ტაიფუნი აგრიხანის კუნძულთან ახლოს არის და ჩრდილოეთ-დასავლეთისკენ მიემართება.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს.

სუპერტაიფუნის ცენტრში ქარის სიჩქარე 241,5 კმ/ს შეადგენს.

ხმელეთზე საფრთხე ჯერჯერობით არ შექმნილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები