სოფიო ქაცარავა: თუკი რომელიმე მთავრობას სურდა, გამხდარიყო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ესაა “ქართული ოცნების” ხელისუფლება

“Georgia Today” საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ბლოგს “ამბავი ორი საქართველოს შესახებ“ აქვეყნებს.

სოფიო ქაცარავა ბლოგის დასასწყისში საუბრობს იმ გამოწვევებსა და მძიმე მემკვიდრეობაზე, რომელიც “ქართულ ოცნებას” დახვდა და აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ მათ საკმაოდ რთული გზა გაიარეს, რომ მიეღწიათ თავისუფლებისთვის, რომელსაც ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში მოითხოვდა.

“ცდილობს დღეს საქართველო, რომ მოგითხროთ ამბავი თავისი პროგრესის შესახებ ? და თუ ასეა, სად არის პრობლემა? რთულად მიგვაჩნია დასავლელი მეგობრების დარწმუნება, რომ სინამდვილეში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს საიმედო და ნამდვილი მეგობარი დასავლეთისთვის? რატომ ვექცევით ნეგატიური და მცდარი ნარატივის ქარცეცხლში? და რატომ ვაძლევთ ჩვენს თავს უფლებას, რომ ძირი გამოგვითხარონ მათ, ვისაც თავისი პირადი ინტერესი ამოძრავებს? იმის ნაცვლად, რომ გამოხატონ ის დადებითი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია?

ჩემს აზრებს ერთიანად თავი რომ მოვუყაროთ, მოდით შევახსენოთ საკუთარ თავს ამბავი, რომელიც თქვენ ბევრჯერ გსმენიათ და კვლაცავ აქტუალური და მნიშვნელოვანია.

საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა 90-იანი წლების დასაწყისში. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის პროექტის დაწყებამ, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც „საუკუნის პროექტს“ საფუძველი ჩაუყარა მსოფლიოში, საქართველოს პოზიციონირების გაძლიერებას. ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობას მოჰყვა ხანგრძლივი არეულობა, მძიმე სამოქალაქო დაპირისპირება, დამანგრეველი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, დაკარგული ტერიტორიები და ლტოლვილთა ტალღა ჩვენს ქვეყანაში. საქართველო დაზარალდა, გაიყო და ჩაეფლო ღრმა კორუფციაში. როდესაც დასავლელმა „ოქროს ბიჭმა“ სააკაშვილმა შეცვალა შევარდნაძე, გაჩნდა ცვლილებების იმედი, რადგან ახალი ადმინისტრაცია ცდილობდა „მსოფლიო წესრიგის შეცვლას“. სამწუხაროდ, ამ ცვლილებამ ხელი შეუწყო მეტ ტკივილს, რადგან „რეფორმატორებმა“ დაიწყეს ყველა იმ საზოგადოების ნაწილის ამოძირკვა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა მათთან. „ჩემი გზა არის ერთადერთი გზის!“- დრო დასრულდა, რადგან მან მეტად შეაჩერა ჩვენი განვითარება, რასაც თან ახლდა სიტყვის თავისუფლების, ძირითადი დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების შემცირება. ეს პერიოდი, რომლის განმავლობაში ხდებოდა საზოგადოების ნებისმიერი წევრის მასობრივი დაპატიმრება, რომელიც გამოხატავდა ოპოზიციურ დამოკიდებულებას იქცა შავ ლაქად საქართველოს უახლეს ისტორიაში.

მე მესმის, რატომ დაინახა დასავლეთმა სააკაშვილის მმართველობიდან სარგებელი მაშინ. თავდაპირველად, მკაცრი და დამთრგუნავი ხელი ეფექტური აღმოჩნდა ქვეყნის ღრმა კორუფციისგან გამოყვანაში და დანგრეული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის აღდგენაში. მაგრამ ეს არის ქართული ხასიათის სიძლიერისა და ნებისყოფის ნიშანი, რომ ასეთი ძალადობრივი რეჟიმი დიდხანს ვერ გასტანს. ქართველებმა გადაიტანეს და გაუძლეს ყველა სახის სოციალურ და ეკონომიკურ სიდუხჭირეს, მაგრამ არასდროს შეეგუებიან უსამართლობას და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.

ამგვარად, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუხედავად სააკაშვილის ძალმომრეობითი მცდელობებისა გაეკონტროლებინა ყველა ინსტიტუტი: სასამართლო, მედია, სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესი და ზოგადად საზოგადოება, ყოველ წელს იზრდებოდა სურვილი, რომ რაღაც შეცვლილიყო. პარალელურად იმისა, რომ პროგრესი განხორციელდა დაბალი დონის, მცირე კოფუფციის აღმოფხვრის მიმართულებით, ელიტური კორუფცია ყვაოდა, რომელმაც დაკარგა შეხება საზოგადოებასთან და საზოგადოების უკმაყოფილებასთან ადამიანის უფლებების, ეკონომიკის, სოციალური კეთილდღეობის და უმუშავრობის გამო. განვითარებისთვის გამიზნული რეფორმები და მცდელობები იყო განწირული წარუმატებლობისთვის, ხოლო საზოგადოებისთვის არ არსებობდა სიცრცე, სადაც ღიად დაუპირისპირდებოდა სისტემას, რომელიც 9 წლის განმავლობაში შენდებოდა შიშზე, ჩაგვრასა და სასტიკ მოპყრობაზე.

2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა ქართული ოცნება და დაამარცხა სააკაშვილი დემოკრატიულ არჩევნებში (მიუხედავად სააკაშვილის მცდელობებისა, რომ ეკონტროლებინა საარჩევნო კამპანია და გაეყალბებინა არჩევნების შედეგები) ეს იყო ხალხის მხრიდან, ძლიერი ნების დემონსტრირება, შეეცვალათ რეჟიმი და გაეთავისუფლებინათ საქართველო, რაც ამომრჩევლის მრავალი წლის სურვილს გამოხატავდა.

სოფიო ქაცარავა აღნიშნავს, რომ 7 წლის შემდეგ, “ქართული ოცნება” კვლავ ისწრაფვის, რომ შეინარჩუნოს დემოკრატიული, თავისუფალი საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია სიტყვის თავისუფლებაზე, თავისუფალ ოპოზიციაზე, მედიაზე (მათ შორის სოციალურ მედიაზე), თავისუფალ ბიზნესგარემოსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.

მისი თქმით, ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად სურს და ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი.

“ეხლა, მმართველობის 7 წლის შემდეგ, ქართული ოცნება განაგრძობს ძალისხმევას, რომ საქართველოში თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოება შეინარჩუნოს, რომელიც დაფუძნებულია სიტყვის თავისუფლებაზე, თავისუფალ ოპოზიციაზე, თავისუფალ მედიაზე (მათ შორის სოციალურ მედიაზე), მხარდაჭერილ და თავისუფალ ბიზნეს გარემოზე და თავისუფალ სამოქალაქო საზოაგადოებაზე. ჩვენ გვეგონა, რომ ცვლილება იქნებოდა მარტივი, თუმცა არ იყო!
ტრავმირებული საზოგადოების გარდაქმნა, რომელიც 70 წლის განმავლობაში საბჭოთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა და ძალადობრივი რეჟიმებისგან იმართებოდა, ვერასდროს ვერ იქნება მარტივი. 7 წლის შემდეგ ცვლილებების დიდი გზა გავიარეთ!
დღეს ჩვენ ვტკბებით ნანატრი თავისუფლებით, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით, რაც არის შეუქცევადი. ეს არის დღევანდელი საქართველო, და ეს ვერ და არ შეიცვლება.

ეს პროგრესი მხოლოდ თავისუფლებას არ ეხება. მე თქვენ თავს არ შეგაწყენთ გზების, ინფრასტრუქტურის, გაზიფიკაციის თუ სოფლებში წყალგაყვანილობის, სოციალური პროექტების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა ამბებით, რაც დაკავშირებულია ქართული ოცნების წარმატებებთან საქართველოში, მსგავსად კარგი მმართველობის ან ანტიკორუფციული გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა ბოლო 7 წლის განმავლობაში. რადგან ეს წარმატება არის ჩვენი სამუშაო, რითაც ვიღწვით ქართველების უკეთესი ცხოვრებისათვის, რაც უნდა იყოს ვალდებულება ყველა ხელისუფლებისათვის.

არც იმას გავიმეორებ რაც ამდენჯერ თქმულა, პენიტენციური სისტემის სრულ გარდაქმნასთან დაკავშირებით ( იმედი მაქვს ჩვენი მკითხველები პრორუსულად არ ჩამთვლიან, თუ ცნობილი რუსი მწერლის დოსტოევკის სიტყვებს მოვიშველიებ: საზოგადოებაში ცივილიზაციის ხარისხი შეიძლება გაიზომოს მის საპატიმროებში შესვლით). ჩვენ ახლა ვართ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, რისგანაც შორს ვიყავით 7 წლის წინ. საქართველოს ეხლა სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა მიმართ და სულ სხვა დონეზე ზრუნავს თავის მოქალაქეებზე. 7 წლის წინ ჩვენ გვეშინოდა ადამიანის ძირითად უფლებათა დარღვევის, რაც გამოიხატებოდა სისტემური წამებით ციხეებში, თუმცა დღეს ჩვენ მსჯელობთ, თუ როგორ შევქმნათ უფრო უსაფრთხო გარემო უმცირესობებისათვის ჩვენ საზოგადოებაში (თემა რომელზეც საუბარიც კი ტაბუს წარმოადგენდა რამდენიმე წლის წინ). ეხლა ჩვენ ვმსჯელობთ თუ როგორ გავზარდოთ ქალთა როლი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში (არავინ ზრუნავდა ამაზე უწინ), ან როგორ დავიცვათ უკეთ სოციალური უფლებები ან ვუზრუნველყოთ შშმ პირთა უკეთ ადაპტირება (რაც ასევე უგუვებელყოფილი იყო). ეხლა ჩვენს საზრუნავს წარმოადგენს საარჩევნო სისტემის მეტად დემოკრატიზაცია. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება, პირველად იქნა მიღებული საქართველოს თანამედროვე პოლიტიკურ ისტორიაში; ასევე, უპრეცედენტოა, საპარლამენტო ზედამხედველობა მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით, რაც აშშ-ს ანალოგიურია.

მაპატიეთ ჩემი პირდაპირობა, მაგრამ როგორც ათწლეულების განმავლობაში ქართული პოლიტიკის ერთგული მიმდევარი, არ მახსოვს ასეთი მაღალი გამჭვირვალობის და ღიაობის დონე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სეგმენტში. მე მჯერა, რომ ეს არაჩვეულებრივი მონაპოვარია იმ ქვეყნისთვის, რომლის დამოუკიდებლობა მხოლოდ 28 წელს ითვლის და რომლის გულწრფელი მიზანი, რომ ქვეყანა დემოკრატიული გზით განვითარდეს მხოლოდ 7 წლის წინ აღმოცენდა.
გთხოვთ, არ გამიგოთ არასწორად. ცხოვრება საქართველოში არ არის იდეალური. არც ერთი მიმართულებით. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. დიდ გამოწვევას წარმოადგენს მწირი ბიუჯეტის გადანაწულება პრიორიტეტების მიხედვით, როდესაც ყველაფერი პრიორიტეტულია!

და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მინდა ვუთხრა, რომ უამრავი რეფორმის მიღწევა შესაძლებელი გახდა მათი დახმარებითა და მხარდჭერით,”- აცხადებს სოფიო ქაცარავა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის მნიშვნელობაზე, რომელიც ეფუძნება სტაბილურ პროგრესს, განვითარებას და უსაფრთხოებას.

“თუკი რომელიმე მთავრობას საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან რეალურად სურდა გამხდარიყო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლება. მაშინ როდესაც მადლიერები ვართ იმ მხარდაჭეირისა და დახმარებისა, რაც გვქონდა ამ წლების განმავლობაში, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი დამოკიდებულების წარმოჩენას, რომ მზად ვართ ვიშრომოთ, საბოლოო მიზნების მისაღწევად. როდესაც ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, ეს იყო ამაღელვებელი ცვლილებების დასაწყისი საქართველოსთვის. ჩვენ წარმატებით ვიყენებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან. ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან უდიდესი მნიშნელობისაა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქართველო სწრაფად განიცდის პროგრესს და მზად არის წევრობისთვის. ჩვენ მხოლოდ უნდა დაველოდოთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ამისთვის, რაც ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული.
ჩვენ გვსურს გავაღრმავოთ და გავაფართოვოთ ჩვენი ურთიერთობები მთავარ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროკავშირთან და სხვებთან, რაც გაზრდის ჩვენს საერთაშორისო ვაჭრობას და ხელს შეუწყობს ძლიერ ეკონომიკურ განვითარებას.
გვსურს მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. რას ნიშნავს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა? ეს ნიშნავს სტაბილურ პროგრესს და განვითარებას, ასევე, როგორც ჩვენი მოქალაქეების მიერ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდას, ისე რომ საქართველომ საბოლოოდ შეძლოს წარსულიდან თავის დაღწევა და გააგრძელოს წინსვლა.

ჩვენ გვსურს უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რათა შარშანდელ რეკორდულ 8 მილიონ ტურისტზე მეტი ადამიანი მოვიწვიოთ ჩემს ქვეყანაში მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი პროფესიონალი და განათლებული ადამიანი და გვინდა აყვავებული და ძლიერი ეკონომიკა. ჩვენ გვსურს გაგრძელდეს სტაბილურობის ეს 7 წელი, რომელიც საქართველოს არასდროს ჰქონია ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

საქართველო დიდი ამბების ქვეყანაა. მაგრამ დღეს, მხოლოდ ერთი ამბის მოყოლა გვსურს. ჩვენ უსწორმასწორო გზას ვადგავართ, რომელიც სავსეა გამოწვევებით, მაგრამ ეს არის განვითარების, თავისუფლების და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ამბავი. იმედი მაქვს, ეს სტატია დაგარწმუნებთ, რომ საქართველოს მომავალი ნათელია და ქართველი ხალხი ყოველთვის მიიღწვის წინ თავისი მისწრაფებებისკენ. ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ შევხვდეთ ჩვენს მისწრაფებებს,”- აღნიშნავს სოფიო ქაცარავა.

georgiatoday.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები