ორბანი ამერიკაში იმყოფება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა.
ორბანი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. მოლაპარაკებების მთავარი თემა ბუდაპეშტში გასამართი რუსეთ-ამერიკის სამიტი და ენერგეტიკა იქნება.
ორბანთან ერთად ვაშინგტონში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ჩავიდა.
როგორც საერთაშორისო მედია აღნიშნავს, ვიქტორ ორბანის ვიზიტი იმ დროს ხდება, როდესაც ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა ბუდაპეშტს მოსკოვთან მჭიდრო კავშირების გამო აკრიტიკებს.