ინდონეზიაში, სკოლის მეჩეთში აფეთქება მოხდა – დაშავებულია ათობით მოსწავლე(ვიდეო)

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, სკოლის შენობის კომპლექსში მდებარე მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 55 ადამიანი დაშავდა — ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქება პარასკევის ლოცვის მიმდინარეობისას მოხდა, როდესაც შენობაში ათობით ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულთა შორის უმეტესობა მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები არიან.

პოლიციის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით 17 წლის სკოლის მოსწავლე დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, აფეთქების მოწყობაშია ეჭვმიტანილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ჯგუფები. დაშავებულები გადაყვანილნი არიან ადგილობრივ საავადმყოფოებში, სადაც რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ინდონეზიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აფეთქება „ტრაგიკულ შემთხვევად“ შეაფასა და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები