ფრანგი მსახიობი კატრინ დენევი მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალიზირებულია

ცნობილი ფრანგი მსახიობი 76 წლის კანტრინ დენევი, პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.

გაზეთი Parisien წერს, რა დიაგნოზით არის დენევი ჰოსპიტალიზირებული უცნობია, თუმცა აღნიშნავს, რომ „მისი მდგომარეობა მძიმეა და ის ღრმა გამოკვლევას საჭიროებს“.

კატრინ დენევი ფრანგული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი სიმბოლოა. მას ხშირად „საფრანგეთის ბოლო მეგავარსკვლავსაც“ უწოდებენ.

დენევს სუპერვარსკვლავის სახელი კანის ფესტივალზე მუსიკალური ფილმის „შერბურგის ქოლგები“ (1964) ტრიუმფმა მოუტანა.

მსახიობს 120-ზე მეტ ფილმში აქვს სხვადასხვა როლები შესრულებული, თანამშრომლობდა ისეთ განთქმულ რეჟისორებთან, როგორებიც არიან რომან პოლანსკი, ჟაკ დემი, მარკო ფერერი, ლუის ბუნუელი, ანიეს ვარდა, ფრანსუა ტრიუფო, ტონი სკოტი, ფრანსუა ოზონი, ლარს ფონ ტრიერი და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები