კარლ ჰარცელი: ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადასასვლელი პუნქტების გახსნა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადასასვლელი პუნქტების გასახსნელად ისინი სხვადასხვა საშუალებას და ფორმატს იყენებენ.
მისივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხს ევროკავშირი დიდ ყურადღებას აქცევს.
„ეს არის ის საკითხი, რომელსაც ევროკავშირი დიდ ყურადღებას აქცევს. როგორც ყოველთვის, ჩვენი წარმომადგენლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან ადგილზე იმყოფებიან. ჩვენ სხვადასხვა საშუალებას ვიყენებთ და სხა აქტორებიც ჩართულები არიან აუცილებელი სამუშაოს დასაჩქარებლად. ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის დაკეტვა სამწუხაროა. ეს არის ის საკითხი, რომლის გადასაწყვეტად ჩვენ ვიყენებთ სხვადახვა საშუალებებს სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში. ჩვენ გვჯერა, რომ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადასასვლელი პუნქტების გახსნა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით და იმისთვის, რომ ადამიანებმა მიმოსვლა შეძლონ. ეს ჰუმანიტარული საკითხია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.