“უზბეკეთ-ტაჯიკეთის საგუშაგოზე თავდამსხმელები „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები არიან”

უზბეკეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე თავდასხმის უკან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები დგანან, განაცხადეს ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში.

უწყების ინფორმაციით, დაეშის წევრები ტერიტორიაზე ავღანეთის გავლით მოხვდნენ.

მათივე ინფორმაციით, 5 დაკავებული მებრძოლის დაკითხვიდან გაირკვა, რომ ტერორისტების მიზანი იყო ტაჯიკეთის ტერიტორიაზე მოხვედრა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით ტერაქტების მოწყობა.
უზბეკეთი-ტაჯიკეთის საგუშაგოზე, თავდასხმა გვიან ღამით მოხდა.
საგუშაგოს თავს 20 ნიღბიანი შეიარაღებული მებრძოლი დაესხა. ორმხრივი სროლის შედეგად ერთი მესაზღვრე და მილიციის თანამშრომელი დაიღუპნენ, გარდა ამისა, 15 თავდამსხმელის ლიკვიდირება მოხერხდა, 5 კი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები