ფოთში ორი „ჭკვიანი“ კამერა დაამონტაჟეს

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორი ადგილას დაამონტაჟეს.
აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 2 სექცია ამოქმედდა.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, კამერების დამონტაჟებამდე სპეციალისტების მიერ შესწავლილი იქნა აღნიშნული ლოკაციები, სადაც ძირითადად გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდებოდა.
უწყების ინფორმაციით, სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 795 კმ სიგრძის საავტომობილო გზა სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით გაკონტროლდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ კამპანიის და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში 2019 წლის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 000-მდე ვიდეოკამერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები