ბრიტანეთში რკინიგზელები საშობაოდ ხანგრძლივ გაფიცვას გეგმავენ

ბრიტანეთის სამხრეთ-დასავლეთის რკინიგზის თანამშრომლები დეკემბერში 27 დღიან გაფიცვას აანონსებენ.

SkyNews-ის ინფორმაციით, გაფიცვა, სავარაუდოდ 2 დეკემბერს დაიწყება და სამ ეტაპად იქნება დაყოფილი.

რკინიგზელები მატარებლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემას აპროტესტებენ.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ახალ ეტაპზე გადასვლა იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენად დააკმაყოფილებს მთავრობა მათ მოთხოვნებს. გაფიცვა საშობაო დღესასწაულზე სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები