პაკისტანში მასშტაბური საპროტესტო აქციაა – 100 ათასი ადამიანი მთავრობის გადადგომას ითხოვს

პაკისტანში, ისლამაბადის ცენტრში ასი ათასამდე ადამიანი მთავრობის გადადგომას ითხოვს.

ოპოზიციის წარმომადგენელთა და მთავრობის მოლაპარაკება, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა.

აქცია 10 დღის წინ დაიგეგმა, როდესაც ქვეყნის ოპოზიციური ისლამური პარტიის ლიდერმა მაულან ფაზლ-ურ-რეხმანმა მომხრეებს მოუწოდა ისლამაბადისკენ მსვლელობა მოაწყონ.

ძირითადი მოთხოვნებია მოქმედი პრემიერის იმრან ხანის გადადგომა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკაზე სამხედროების გავლენის შემცირება.

ოპოზიციის მტკიცებით, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა 2018 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე დიდი გავლენა მოახდინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები