ტაილანდში საგუშაგოზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა

ტაილანდის სამხრეთით, იალას პროვინციაში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა.

როგორც ქვეყნის რეგიონალური უსაფრთხოებაში განაცხადეს, „სავარაუდოდ მომხდარში ადგილობრივი მეამბოხეები იყვნენ ჩართული. ეს ბოლო დროის ყველაზე დიდი თავდასხმაა“.

იალა – ტაილანდის ოთხი პროვინციიდან ერთ-ერთია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმებია. ორგანიზაცია Deep South Watch-ის მონაცემით, 2004 წლიდან ამბოხის შედეგად 7 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები