აშშ-ის დაზვერვა – რუსეთი, ირანი და ჩინეთი 2020 წლის არჩევნებში ჩარევას გეგმავენ

რუსეთი, ჩინეთი და ირანი, ასევე სხვა „არამეგობრული ქვეყნები“, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან, – ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროების, ასევე ეროვნული დაზვერვის, ანტიკორუფციული სააგენტოს და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს, ასევე ინფრასტრუქტურის დაცვისა და კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„არაკეთილმოსურნეებს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ზიანის მიყენება სურთ, გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე და მთავრობის პოლიტიკაზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ზემოაღნიშნულის ასარიდებლად აშშ-ის მთავრობა 50-ვე შტატთან თანამშრომლობს.

აშშ-ის სპეცსამსახურების მონაცემით, „მტრები მიზნის მიღწევას სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ, მათ შორის სოციალურ მედიაში კამპანიის, დეზინფორმაციის ოპერაციის ჩატარების, ასევე ფედერალური და ლოკალური საარჩევნო ინფრასტრუქტურისთვის დამანგრეველი კიბერშეტევის მიტანის გზით“.

განცხადებიდან ირკვევა, რომ ამ ეტაპზე აშშ-ში საარჩევნო ინფრასტრუქტურის გატეხვის ნიშნები არ არის, თუმცა დაკვირვება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები