სამი მიზეზი, თუ რატომ გაიმარჯვებს ტრამპი 2020 წლის არჩევნებში – ექსპერტის შეფასება

aაშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2020 წლის არჩევნებში ისევ გაიმარჯვებს და ამის სამი მიზეზი არსებობს.

ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჯეისონ სმარტმა განაცხადა.

„პირველი: ტრამპი პოპულარულია, მას 46% აქვს. მეორე: ჩვენი საარჩევნო სისტემა. შეგახსენებთ, რომ ჩვენთან ევროპისგან განსხვავებული საარჩევნო სისტემაა. აშშ-ში ფაქტობრივად შტატები განსაზღვრავენ არჩევნების ბედს. ახლა კი ვხედავთ, რომ დემოკრატი კანდიდატები მთავარ შტატებში პოპულარულები არ არიან, ისინი იქ აგებენ. მესამე: დემოკრატები მუშათა კლასში კარგავენ მხარდაჭერას. ტრამპი კი, ძალიან უბრალოა. მას შეუძლია ერდოღანს მისწეროს: „იდიოტი ნუ იქნები!“. როგორც ქუჩაში ხალხი ამბობს. როდესაც დიპლომატიურ ტექსტს ეცნობი, რიგით ამერიკელისთვის ეს უინტერესოა. აშშ-ის ჩვეულებრივი ამომრჩეველი არ იცის, სად არის თურქეთი, ვინ არის ერდოღანი, აქ კი, ტრამპის წერილი. რა მაგარია! ასე ფიქრობს რიგითი ამერიკელი“,-აღნიშნა სმარტმა.

მისივე თქმით, დემოკრატიული პარტია ზედმეტად ლიბერალური და ტოლერანტულია.

„მაგალითად, ბოლო დებატებზე დემოკრატები სულ იდენტობაზე საუბრობდნენ. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს მეორეხარისხოვანი საკითხია, ტრამპი მათ ენაზე და მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბრობს“,-აღნიშნა ექსპერტმა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები