სირიელმა ქურთებმა რუს სამხედროებს ქვები დაუშინეს (ვიდეო)

სირიის ქალაქ ქობანში, ქურთებმა რუსეთის და თურქეთის სამხედრო პატრულს ფეხსაცმელი და ქვები დაუშინეს.

ამის შესახებ North Press Agency წერს.

აღნიშნულია, რომ ადგილობრივები მათ სოფლებში სამხედროების გადაადგილებას აპროტესტებენ. Reuters-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობამ ჯავშანმანქანაზე ასვლაც კი მოახერხეს.

Avia.pro წერს, რომ რუს სამხედროებზე თავდასხმა სამხედრო პოლიციის გამოჩენის მომენტიდან პირველია. რუს სამხედროებს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები