სერგი კაპანაძე: ცხადი გახდა, რომ სასამართლო სისტემაში მძიმე მდგომარეობა გვაქვს
ხელისუფლება სასამართლოში არსებული “კლანის” მეშვეობით თავისთვის დაქვემდებარებული ადამიანების გაყვანას ცდილობს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგი კაპანაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ქეთევან ცინცაძის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ჩვენი ამოცანა, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში არის, რომ შევაფასოთ ამ კანდიდატების კეთილსინდისიერება, ასევე მათი პროფესიონალიზმი და გამოცდილება. ცხადი გახდა, თუ როგორი მძიმე მდგომარეობა გვაქვს სასამართლოში და როგორ ცდილობს მართლაც ხელისუფლება სასამართლოში არსებული “კლანის“ მეშვეობით თავისთვის დაქვემდებარებული ადამიანები გაიყვანოს, რომლებსაც სერიოზული პრობლემები აქვთ, როგორც კეთილსინდისიერების, ისე პროფესიონალიზმის კუთხით“, – განმარტა კაპანაძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს მოუსმენენ.