უზბეკეთი-ტაჯიკეთის საგუშაგოზე თავდასხმა მოხდა, დაღუპულია 17 ადამიანი

უზბეკეთი-ტაჯიკეთის საგუშაგოზე, გვიან ღამით თავდასხმა მოხდა.

ტაჯიკეთის ეროვნულ უსაფრთხოებაში განაცხადეს, რომ საგუშაგოს თავს 20 ნიღბიანი შეიარაღებული მებრძოლი დაესხა.

ორმხრივი სროლის შედეგად ერთი მესაზღვრე და მილიციის თანამშრომელი დაიღუპა, გარდა ამისა, 15 თავდამსხმელის ლიკვიდირება მოხერხდა, 5 დაკავებულია.

ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

უზბეკეთის სასაზღვრო უწყებაში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ვითარების შესწავლა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები