შოთა გულბანი: ნებისმიერი კატეგორიის დამატებითი ფინანსური ვალდებულების აკიდება ბიზნესისთვის პრაქტიკულად დამატებით გადასახადთან იგივდება

0

“არანაირად არ ველოლიავები ბიზნესს და არის თემები, სადაც მგონია რომ არსებობს საჭირო რეგულაციები, მაგრამ ამ შემთხვევაში აშკარად არასწორი მიდგომა გამოდის ხელოვნური ჩარევა სახელწმიფოს მხრიდან და შედეგები კონტრ პროდუქტიული უფრო იქნება”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი შოთა გულბანი წერს.
როგორც ის აღნიშნავს, თუ ბიზნესი ბუნებრივად არ მივიდა იმ ეტაპამდე, რომ თავად მიიღოს ხელფასის ზრდის გადაწყვეტილება, მანამდე კანონით ამის დავალდებულება სუსტი ბიზნესის ჩაგვრა გამოდის.
ექსპერტის მოსაზრებით, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, ისეთი როგორიც საქართველოა, სადაც ბიზნესისთვის ძირითად კაპიტალთან წვდომა პრობლემურია, ნებისმიერი კატეგორიის დამატებითი ფინანსური ვალდებულების აკიდება ბიზნესისთვის პრაქტიკულად დამატებით გადასახადთან იგივდება.
„მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ჩემი მოკრძალებული პოზიცია მინდა დავაფიქსირო. ზოგადად გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, ისეთი როგორიც საქართველოა, სადაც ბიზნესისთვის ძირითად კაპიტალთან წვდომა პრობლემურია, ნებისმიერი კატეგორიის დამატებითი ფინანსური ვალდებულების აკიდება ბიზნესისთვის პრაქტიკულად დამატებით გადასახადთან იგივდება, მაგალითად როგორც საპენსიო შენატანებზე მოხდა, რეალურად თითო დასაქმებულზე ხარჯების 2%-ანმა ზრდამ საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და წარმომიდგენია რა მოხდება როცა კომპანია პირობიად 300 ლარიან ანაზღაურებაზე არის შეთანხმებული დასაქმებულთან და უცებ 500 ლარს დაუწესებ მინიმალურს, ანუ მთელი 66%-ით გაუზრდი თითო დასაქმებულზე ხარჯებს. ეს მაგალითი პირობითი დაშვებაა თუმცა ზუსტად ასახავს რეალობას. მე პირადად არანაირად არ ველოლიავები ბიზნესს და არის თემები, სადაც მგონია რო არსებობს საჭირო რეგულაციები, მაგრამ ამ შემთხვევაში აშკარად არასწორი მიდგომა გამოდის ხელოვნური ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან და შედეგები კონტრპროდუქტიული უფრო იქნება. მარტივად თუ ბიზნესი ბუნებრივად არ მივიდა იმ ეტაპამდე, რომ თავად მიიღოს ხელფასის ზრდის გადაწყვეტილება, მანამდე კანონით ამის დავალდებულება ისედაც სუსტი ბიზნესის ჩაგვრა გამოდის“, – წერს შოთა გულბანი.

კომენტარები

კომენტარი