სალომე ზურაბიშვილი: ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა მიუღებელია

ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი დეპუტატი ქალის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს.

“მიუღებელია ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა.
ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და საზოგადოება ამ დანაშაულის მიმართ შემწყნარებელი ვერ იქნება, რადგან ეს ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა”,- წერს ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები