ქეთევან ციხელაშვილი: გვეუბნებიან, რომ ოკუპირებულ ახალგორში ჭაში ჩავარდნილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია
გვეუბნებიან, რომ ოკუპირებულ ახალგორში ჭაში ჩავარდნილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში ჭაში ჩავარდნილი ქალის შესახებ განაცხადა, რომელიც მძიმედ დაშავდა, თუმცა თბილისის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ეუბნებიან.
“დღეს კიდევ ერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი. ქართული მხარის მოთხოვნა გახლდათ პირველი ის, რომ მისი მდგომარეობა მოგვეკითხა. მათი ინფორმაციით დაშავებული ნორმალურად არის, თუმცა რა თქმა უნდა შეშფოთების საფუძველი ისევე, როგორც ოჯახს ჩვენც გვაქვს. ამ საქმეში ჩართულია ჩვენი პარტნიორები, ჟენევის თანათავმჯდომარეები და წითელი ჯვარიც, რომელიც რა თქმა უნდა თავის მზაობას თავისი მანდატით გამოთქვამს, რომ მოახდინოს ასეთ შემთხვევებში და კონკრეტულ შემთხვევაშიც ტრანსპორტირება”, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
შემთხვევის დროს დაშავებული თამარ გიგაური ცხინვალის ადგილობრივ საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც მკურნალობის არანაირი პირობები არ არსებობს, მისი ოჯახი პაციენტის თბილისში გადმოყვანას ითხოვს.