მექსიკაში მორმონთა რელიგიურ ჯგუფზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვია

მექსიკაში მორმონთა რელიგიურ ჯგუფზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 5 დაკარგულად ითვლება.

ყველა ადამიანი ავტომობილში დაიღუპა, რომელსაც ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ბენზინის ავზს ტყვია ესროლეს.

პირველი მსხვერპლი ქალი და მისი ოთხი ბავშვი გახდა, მოგვიანებით გახდა ცნობილი კიდევ ორი ქალის და ხუთი ბავშვის დაღუპვის შესახებ.

გაზეთი Universal წერს, რომ სავარაუდოდ კიდევ 5-მა ბავშვმა გაქცევა შეძლო და ისინი დაკარგულად ითვლებიან.

სამძებრო ოპერაცია გრძელდება, მასში პოლიცია და ჯარისკაცები არიან ჩართულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები