ოკუპირებულ აფხაზეთში ციტრუსების განახევრებულ მოსავალს ელოდებიან
ოკუპირებულ აფხაზეთში ციტრუსების ორჯერ შემცირებულ მოსავალს აიღებენ.
გულრიფშის რაიონის ე.წ. სოფლის სამმართველოს ხელმძღვანელის რაფიკ გრიგორიანის თქმით, წელს მანდარინის 8 ტონამდე მოსავალია მოსალოდნელი, გასულ წელს 15-16 ტონამდე იყო.
„გასულ წელს 15-16 ტონამდე მანდარინი ავიღეთ, წელს კი ნაკლებია, გვალვამ შეგვიშალა ხელი. ასევე როგორც წესი, თუ ერთი წელი მოსავლიანია, მეორე წელს იგივეს არ უნდა ელოდე – ხეები იღლებიან. ფაროსანა არაფერ შუაშია, ის უკვე ჩვენთვის „ახლობელი“ გახდა, ვიცით, როგორ ვებრძოლოთ მას. ის ფეიხოზე არ მიდის, ციტრუსები კი, უყვარს, მაგრამ ბიოქიმიკატებისგან მიღებული დარტყმის შემდეგ ის ქრება ან კვდება“, – განმარტა გრიგორიანმა.