ნინო ლომჯარია: ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობისკენ დაზღვეული არავინაა და მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი.

როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ყველა ქალმა უნდა ისაუბროს ძალადობის დროს ამ პრობლემაზე, რადგან სხვებს მისცეს მაგალითი.

​”ქალმა საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ჩვენ საზოგადოებაში ძალიან, ძალიან რთულია, ხოლო საჯარო პირმა, პოლიტიკოსმა და ცნობადმა სახემ – 10 000-ჯერ უფრო რთული და ძალიან დიდ გამბედაობას მოითხოვს. ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია, მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა. სირცხვილი არ არის იყო მსხვერპლი, არც მსხვერპლის “ბრალია” იყოს მსხვერპლი. სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ უნდა დაგვიცვას ასეთ ვითარებაში, საზოგადოება გვერდით უნდა დაუდგეს მათ. ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი!” – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები