რატი იონათამიშვილი: არჩევნები ჩვენს ქვეყანაში მაღალი დემოკრატიულობით და გამჭვირვალობის ხარისხით ტარდება

არჩევნები ჩვენს ქვეყანაში მაღალი დემოკრატიულობით და გამჭვირვალობის ხარისხით ტარდება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, რატი იონათამიშვილი ამერიკელი მკვლევარების განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მთავარია 2020 წელს არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.

“ყოველი არჩევნები არის მნიშვნელოვანი და ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის არჩევნები, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა ჩატარდეს. ის გამოცდილება, რაც “ქართული ოცნების” პირობებში არჩევნების მხრივ არსებობს არის ის, რომ არჩევნები ჩვენს ქვეყანაში მაღალი დემოკრატიულობით და გამჭვირვალობის ხარისხით ტარდება, ეს პრინციპი კიდევ უფრო გამყარდება 2020 წლის არჩევნებზე”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები