არქიმანდრიტი დავით კემულარია: მარტვილში ეპარქიის გადაბარების პროცესი გრძელდება

მარტვილში ეპარქიის გადაბარების პროცესი გრძელდება, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა დავით კემულარიამ განაცხადა.

“გრძელდება ქონების გადაბარების პროცესი და მიდის აღრიცხვა. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მალე დავამთავროთ”, – აღნიშნა არქიმანდრიტმა.

ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესი ორი დღის წინ დაიწყო. 9 კაცისგან შემდგარ კომისიას, რომელშიც სასულიერო პირებთან ერთად იურისტები და ფინანსისტები შედიან, სვეტიცხოვლის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები