დაუჭერს თუ არა მხარს ფაშინიანი რუსეთის ბაზის საბრძოლო პოტენციალის ზრდას – სომხეთის პრემიერის პრესმდივნის კომენტარი

რუსეთის თავდაცვის უწყებაში რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზის საბრძოლო პოტენციალის ორჯერ გაზრდა იგეგმება.

შესაბამისი შეთანხმება რუსეთის და სომხეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორის შედგა.

ექსპერტმა მოდესტ კოლეროვმა განაცხადა, რომ „ეს შეთანხმება მხოლოდ თავდაცვის უწყებებს შორის არის, სიფრთხილით დაველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკოლ ფაშინიანი, რადგან მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია სამხედრო ბაზა გააქროს“.

სომხური მედია შესაბამისი შინაარსის შეკითხვით ქვეყნის პრემიერის პრესმდივანს ვლადიმერ კარაპეტიანს მიმართავს, რომელმაც განაცხადა, რომ „სომხეთის პოლიტიკას ქვეყნის მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით განსაზღვრავს – ეს არის ჩვენი პასუხი“.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თემურ ივანოვის თქმით, 2020 წელს გიუმრის სამხედრო ბაზაზე მრავალფუნქციური კულტურულ-დასასვენებელი ცენტრიც მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები