აშშ-მა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლის პროცესის დაწყების შესახებ გაეროს შეატყობინა

აშშ-მა პარიზის კლიმატის 2015 წლის შეთანხმებიდან გასვლის პროცედურა ოფიციალურად დაიწყო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ ოფიციალური შეტყობინებით გაეროს უკვე მიმართა. პომპეოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარიზის კლიმატის შეთანხმება აშშ-ის ეკონომიკისთვის „უსამართლო ეკონომიკური ტვირთია“.

პარიზის კლიმატის შესახებ შეთანხმებას ხელი 200-მდე ქვეყანამ მოაწერა, აშშ ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც შეთანხმებიდან გასვლის პროცესი დაიწყო.

შეთანხმების წესის თანახმად, მისი რატიფიცირებიდან (2016 წლის 4 ნოემბერი) პირველი სამი წლის განმავლობაში, ქვეყნებს მისი დატოვება ეკრძალებოდათ. აშშ შეთანხმებიდან მთლიანად გასული ჩაითვლება 2020 წლის არჩევნების მეორე დღიდან.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ორი წელია პირობას დებს, რომ შეთანხმებას დატოვებდა, თუმცა ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ ახლა დაიწყო.

ვაშინგტონის განცხადების ფონზე, პეკინი და პარიზი ახალი დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავენ.

ამის შესახებ მედიას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, ემანუელ მაკრონი ამჟამად შანხაიში იმყოფება, სადაც ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინთან ახალ შეთანხმებას გააფორმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები