თურქმა სამხედროებმა ალ-ბაღდადის და დააკავეს

თურქმა სამხედროებმა სირიაში ოქტომბერში აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და, რასმია ავადი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters და Associated Press წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

65 წლის რასმია ავადთან ერთად დაკავებულია მისი ოჯახის წევრები, მათ შორის ქმარი და ხუთი შვილი. თურქი სამხედროები რასმიას ქმარს კითხავენ. Reuters წყაროს ინფორმაციით, თურქებს „ისლამური სახელმწიფოს“ შიდა საქმეებზე ინფორმაციის მიღება სურთ.

„ისლამური სახელმწიფოს“ ახალ ლიდერად აბი იბრაჰიმ ალ-ხაშემი ალ-კურაში დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები