ბერძენმა პოლიციელებმა სატვირთოში 80-ზე მეტი მიგრანტი ნახეს

საბერძნეთის პოლიციამ სატვირთოში 80-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი იპოვა.

გამოცემა Kathimerini.-ის ინფორმაციით, სატვირთოში ავღანელი მიგრანტებია ნაპოვნი.

ყველა მიგრანტი ცოცხალია.

სატვირთოს მძღოლი დაკავებულია ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით.

23 ოქტომბერს ბრიტანეთში, სასექსის საგრაფოში სატვირთოში 39 მიგრანტის ცხედრები აღმოაჩინეს, რომლებიც ვიეტნამის მოქალაქეები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები