ჟან-კლოდ იუნკერი: პუტინს ვაკოცე, მაგრამ ამას ევროპისთვის ხელი არ შეუშლია

ევროკომისიის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერმა პოლიტიკურ ლიდერებთან ფიზიკური კონტაქტის ჩვევა განმარტა.

Spiegel.-სთვის მიცემულ ინტერვიუში იუნკერმა თქვა, რომ „ვარ ისეთი, როგორიც ვარ“.

„ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ყველაზე საშინელი ციხეში ყოფნის დროს არ არის ის, რომ შენ ფიზიკურ სიახლოვეს ვერ გრძნობ. საერთოდაც, ვერ წარმომიდგენია, რომ ადამიანებს არ შევეხო, ან ისინი არ შემეხონ. ჩემი თანამშრომლები ხშირად მაფრთხილებენ, არ ჩავეხუტო ამა თუ იმ ადამიანს. მაგრამ მე ერდოღანმა მაკოცა, ამიტომ მეც ვაკოცე. პუტინმა მაკოცა მეც ვაკოცე. ნებისმიერ შემთხვევაში ამას ევროპისთვის ხელი არ შეუშლია“, – განაცხადა იუნკერმა.

ჟან-კლოდ იუნკერს ევროკომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება 1 ნოემბერს ეწურებოდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ევროკომისიის შემადგენლობის ფორმირება დასრულებული არ არის, პოლიტიკოსი თანამდებობას 1 დეკემბრამდე დაიკავებს.

ევროკომისიის ახალ თავმჯდომარედ ურსულა ფონ დერ ლაიენია არჩეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები