ივანე მაჭავარიანი წყალტუბოზე: ეს სერიოზული სტიმული და „ბუსტი“ იქნება ეკონომიკისთვის

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, წყალტუბო ეკოლოგიური ტურიზმის ცენტრად გადაიქცევა.

თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მან, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ და წყალტუბოში დაგეგმილი პროექტები შეაფასა.

„თავისთავად ის, რომ ასეთი მასიური და მასშტაბური მშენებლობები დაიწყება, რასაკვირველია წაადგება ჩვენს ეკონომიკას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც ისინი დასრულდება და ეს ყველაფერი ეკოლოგიური ტურიზმის ცენტრად გადაიქცევა. როგორც ვიცი, სხვა ინვესტორებიც და ბიზნესმენებიც აპირებენ, შევიდნენ წყალტუბოში. ანუ განმეორდება აბასთუმნის ფენომენი, რომელიც იყო შთაგონება წყალტუბოს პროექტისთვის. ისეთივე სინერგიები მოხდა, რაც – აბასთუმანში. 3-4 წელიწადში, როდესაც აღნიშნული პროექტიც, ასევე ძირითადი გზები და ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდება, ერთდროულად ამოქმედდება, მგონია, რომ ეს სერიოზული სტიმული და „ბუსტი“ იქნება ეკონომიკისთვის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებით Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუშიც ისაუბრა. ივანიშვილი აცხადებს, რომ მზად არის, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც 120 მილიონ დოლარზე მეტია ინვესტირებული. ივანიშვილი დეტალურად საუბრობს, როგორ და რა პირობით გეგმავს, შეიძინოს წყალტუბოში არსებული სასტუმროები, ასევე როგორ აპირებს დასახელებული 22 სასტუმროდან კერძო მესაკუთრეებისგან შვიდი სასტუმროს გამოსყიდვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები