სტამბოლში ავტობუსი გაჩერებას დაეჯახა, მძღოლმა გამვლელები დანით დაჭრა

სტამბოლში საქალაქო ავტობუსი გაჩერებას შეეჯახა, ამის შემდეგ, მძღოლი გამვლელებს დანით თავს დაესხა.

მომხდარის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ირანის მოქალაქეა და ორი ბავშვი.

CNN Turk.-ის ინფორმაციით, პოლიციამ ავტობუსის 33 წლის მძღოლი მაშინ დააკავა, როდესაც ის, მიმალვის მიზნით, ზღვაში გადახტომას გეგმავდა.
დაშავებულთაგან 2 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები