ლიეტუვაში საერთაშორისო სამხედრო სწავლება დაიწყო

ლიეტუვაში, პაბრადას პოლიგონზე დღეს სამხედრო სწავლება იწყება, რომელშიც 4 ათასი ლიეტუველი და 10 სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „რკინის მგელი2“ სწავლების პროცესში შემუშავდება შემტევი და თავდაცვითი ოპერაციების დაგეგმარება. სწავლებაში იქნება გამოყენებული პრინციპი „ძალა ძალის წინააღმდეგ“.

„რკინის მგელი2“-ის ძირითადი ეტაპი 18 ნოემბრამდე გაგრძელდება, ტექნიკის დაბრუნება მუდმივი დისლოკაციის ადგილამდე 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

სწავლებაში მონაწილეობენ ლიეტუველი, ბელგიელი, ჩეხი, ბრიტანელი, ესტონელი, ამერიკელი, პოლონელი, ნორვეგიელი, ნიდერლანდელი, პორტუგალიელი და გერმანელი სამხედროები.

გარდა ამისა, სამხედრო სწავლებაში ჩართული იქნება ათასამდე სამხედრო ტექნიკა: ტანკები, ჯავშანმანქანები, ჯავშანტექნიკა, საარტილერიო იარაღი, ადმინისტრაციული ტრანსპორტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები