ბრიტანეთში ნაპოვნი 39 ცხედრის საქმეზე, ვიეტნამში 8 პირი დააკავეს

ბრიტანეთში სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი 39 ცხედრის საქმეზე, ვიეტნამის პოლიციამ კიდევ 8 ადამიანი დააკავა.

VnExpress.-ის ინფორმაციით, დაკავებულები მიგრანტების უკანონო ტრანსპორტირების ქსელის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილი.

გასულ კვირას, გამოძიების ფარგლებში ვიეტნამის პოლიციამ, ხატინის პროვინციაში ორი ეჭვმიტანილი დააკავა.

ბრიტანეთში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 პირია დაკავებული, მათ შორის სატვირთოს 25 წლის მძღოლი, ჩრდილოეთ ირლანდიიდან. მოგვიანებით დაკავებულთაგან 3 გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, სატვირთოს მძღოლის სასამართლო მოსმენები 25 ნოემბერს დაიწყება.

ბრიტანეთში, ესექსის საგრაფოში სატვირთოში 39 ცხედარი 23 ოქტომბერს აღმოაჩინეს.

ერთი კვირის შემდეგ, სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ გარდაცვლილი მიგრანტები ვიეტნამის მოქალაქეები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები