კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი გაიმართება

4-6 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტისა და არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონგრესში მონაწილეობას მიიღებს 170-ზე მეტი მეცნიერი საერთაშორისო კავკასიოლოგიური ცენტრებიდან.
კონგრესის თემაა: „საქართველო კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ კონტექსტში (ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები)“. მომხსენებელთა თემები აგებულია ქართულ-კავკასიური კულტურის რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის საკითხთა ისტორიულ-რეტროსპექტიული ანალიზის პრინციპებზე.
კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი იმუშავებს სექციებად დარგების მიხედვით: ენათმეცნიერება, სოციოლინგვისტიკა (3 სექციად), ისტორია (2 სექციად), არქეოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოლოგია, ფოლკლორი, ლიტერატურა, ეკოლოგია, გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა.

მისამართი: თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზირი, N1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები