ესტონეთის საგარეო უწყება პრეზიდენტს მოუწოდებს 9 მაისის აღლუმზე მოსკოვში არ ჩავიდეს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ მოსკოვში 2020 წლის 9 მაისის აღლუმზე პრეზიდენტ კერსტი კალიულანდის ჩასვლის წინააღმდეგია.

ამის შესახებ რეინსალუმ ERR-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„გადავხედოთ ისტორიასთან დაკავშირებულ პრინციპულ დებატებს, რომელსაც ბოლო თვეებში ვმართავდით. მაგალითად, იმას თუ როგორ აღვიქვამთ ესტონეთის განმეორებითი ოკუპაციის მორიგ თარიღს, რომელსაც რუსეთი როგორც განთავისუფლებას აღნიშნავს. სწორედ ამიტომ ვარ სკეპტიკურად განწყობილი იმის მიმართ, რომ პრეზიდენტის დონეზე ეს საკითხი უნდა განვიხილოთ“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, ექნება თუ არა ესტონეთის საგარეოპოლიტიკურ უწყების რეკომენდაცია პრეზიდენტისადმი, რომ მოსკოვში არ ჩავიდეს, რენსალუ პასუხობს, „დიახ“.

„საკითხებს მიმდინარე ჭრილში უნდა შევხედოთ. წარსულში სახელმწიფოს მეთაურების დონზე ასეთი გადაწყვეტილებები განსხვავებული იყო და ისინი მაშინდელი ვითარების შესაბამისი იყო. რასაკვირველია, ანალიზის და ვითარების შეფასების საჭიროება დგას, საპარლამენტო დონეზე მოსაზრების გაცვლის აუცილებლობა. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს, მაგრამ პირადად მე ამას სიფრთხილით მოვეკიდებოდი“, – განმარტა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები