უკრაინის იუსტიციის ყოფილი მინისტრი: ზელენსკის დამხობას ცდილობენ

უკრაინაში ვითარების არევის მცდელობაა, ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დამხობის მცდელობაა, – ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ელენა ლუკაშმა „უკრაინა 112“-ის ეთერში განაცხადა.

„დონბასში ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით აქციები გრძელდება, იმიტომ, რომ ამაში ის პოლიტიკური ძალები არიან დაინტერესებულნი, რომლებსაც ზელენსკის დამხობა სურთ. საბაბი კი შესანიშნავი აქვთ – კაპიტულაცია. პრეზიდენტს ძალოვანები არ ჰყავს. ავაკოვი, რა ზელენსკის კაცია?“ – აღნიშნა ლუკაშმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ბევრი არაფერი შეცვლილა, სოციალური, ეკონომიკური ვითარება არ გაუმჯობესებულა, პოლიტიკური ვითარება კი სკანდალების სერიაში გადაიზარდა, სიტყვის თავისუფლებასაც საფრთხე დაემუქრა.

„თუმცა მაინც ბევრად მსუბუქი ვითარებაა: ეკლესიებიდან ხალხის გაძევება ინტენსიურად არ ხდება, ადამიანებს „ჩემიანებად“ და „სხვისიანებად“ აღარ ყოფენ“, – დასძინა ელენა ლუკაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები