გაერო: დონბასში 5 წლის განმავლობაში 3,3 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთის აგრესიის შედეგად, დონბასში 5 წლის განმავლობაში 3,3 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

აღნიშნული მონაცემები, სოციალურ ქსელში, გაეროს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ამავე ინფორმაციით, 9 ათასამდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

გაეროს მონაცემით, 1,3 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა, 3,5 მილიონი კი, დახმარებას საჭიროებს.

გარდა ამისა, ომის შედეგად 427 კმ. ტერიტორიაზე „შეხების წერტილი“ შეიქმნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ძირითად მომსახურეობაზე წვდომას უზღუდავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები