თურქეთმა განსაკუთრებით საშიში ტერორისტის ლიკვიდირება შეძლო (ვიდეო)

ერაყის ჩრდილოეთით, მეთინას რეგიონში თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ქურთთა მუშათა პარტიის საველე მეთაურის მუსლიჰ იკეს ლიკვიდირება მოხერხდა.

როგორც თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იკე ქვეყნის შსს-ს განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედების „წითელ სიაში“ ჰყავდა შეყვანილი.

თურქული NTV-ს ინფორმაციით, იკე არის თურქეთის სამხედრო ნაწილებზე თავდასხმის ორგანიზატორი, ასევე ის ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტების დაგეგმვით იყო დაკავებული.

„თურქეთის შეიარაღებული ძალები ერაყის ჩრდილოეთით, ოპერაცია Pençe-ს ფარგლებში ანტიტერორისტულ ოპერაციას აგრძელებს“, – აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები