საფრანგეთში 140 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

საფრანგეთში შტორმი “ამელის” გამო 140 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.
ძლიერმა ქარმა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები მოგლიჯა. ძირითად ავტომაგისტრალებზე ძლიერი წვიმის გამო მოძრაობა აიკრძალა.
სტიქიის შედეგად დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები