ჰონგ-კონგში სავაჭრო ცენტრში პირი მოქალაქეებს დანით თავს დაესხა

ჰონგ-კონგში, ტაი კოოს ოლქში მდებარე სავაჭრო ცენტრში პირი დანით ადამიანებს თავს დაესხა, შედეგად სულ ცოტა ოთხი ადამიანია დაჭრილი,- ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
“ბიბისის” ცნობითვე, თავდამსხმელი კაცია, რომლის ვინაობაც ჯერ უცნობია.
მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა.
მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, თუმცა დემონსტრაციები არ წყდება. აქციის მონაწილეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები