ანტიტერორისტულმა კოალიციამ ერაყში “ისლამური სახელმწიფოს“ გვირაბების ქსელი გაანადგურა
აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო ანტიტერორისტულმა კოალიციამ გვირაბების სისტემა გაანადგურა, რომელსაც “ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები იყენებდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “Fox News”-ი ავრცელებს.
“Fox News”-ის ცნობით, 400 მეტრის სიგრძის გვირაბების ქსელი სამხედროებმა ერაყში, ნაინავის პროვინციაში აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ის ტერორისტების თავშესაფარი იყო. სამხედროებმა გვირაბებში საწოლები, გაზქურები და განათება აღმოაჩინეს.
27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ-ბაღდადი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციისას მოკლეს. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა. “ისლამურმა სახელმწიფომ“ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა და ახალი ხალიფა აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ქურაიში დაასახელა.