სამგზავრო თვითმფრინავი ტიუმენის აეროპორტში ავარიულ დაშვებას მხოლოდ 1,5 საათში შეძლებს

სამგზავრო თვითმფრინავი Sukhoi Superjet-100, რომელიც რეისს ტიუმენიდან-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა, ტიუმენის აეროპორტში ავარიულ დაშვებას მხოლოდ 1,5 საათში შეძლებს.

ამის შესახებ ავიაკომპანია „იამალიში“ განაცხადეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე თვითმფრინავი ჰაერში 32 წუთის განმავლობაში იმყოფება.

საჰაერო ხომალდის ძრავა მწყობიდან გამოვიდა, თუმცა, როგორც რუსულ მედიას განუცხადეს, ის საწვავის გამომუშავებას ახერხებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ტასს“ წყარომ განუცხადა, რომ SSJ-100 საწვავისგან დაცლის სისტემით აღჭურვილი არ არის.

თვითმფრინავი ტიუმენის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 19:00 საათზე გაფრინდა და პეტერბურგში 20:00 საათზე უნდა ჩაფრენილიყო.

ბორტზე 80 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფება.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები