ტიუმენის აეროპორტს სამგზავრო თვითმფრინავი ავარიული დაშვებისთვის უახლოვდება

სამგზავრო თვითმფრინავი Sukhoi Superjet-100 ტიუმენის აეროპორტს ავარიული დაშვებისთვის უახლოვდება.

რუსეთის ექსტრემალურ სამსახურში განაცხადეს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ავიაკომპანია „იამალის“ კუთვნილი ლაინერის ძრავა მწყობიდან გამოვიდა.

თვითმფრინავი რეისს ტიუმენიდან – სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა.

ბორტზე 80 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები