ჩეხეთში საბრძოლო მასალების ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

ჩეხეთის ქალაქ პარდუბიცაში, საბრძოლო მასალების ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 4-მა პირმა სხეულის დამწრობა მიიღო, მათგან ერთს სხეულის 90% დამწვარი აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

საწარმოში აფეთქების მომენტში 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები