უკრაინა და ნატო 2020 წელს შავ ზღვაში მასშტაბურ სწავლებას გამართავენ

უკრაინა და ნატო 2020 წელს, შავ ზღვაში 4-დღიან სამხედრო სწავლებას გამართავენ.

ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დიმიტრი კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, სწავლების მიზანია ჰიბრიდული საფრთხის წინაშე სახელმწიფოს სიმტკიცის ელემენტების შემუშავება.

ვიცე-პრემიერის თქმით, უკრაინა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ჰიბრიდული საფრთხეების არიდების საკითხში მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავენ.

30-31 ოქტომბერს უკრაინაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაცია გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები