ნიგერიაში 5 წლის განმავლობაში ტაძარში ჯაჭვით 15 ადამიანი იყო დაბმული – პოლიციამ მათი გათავისუფლება შეძლო

ნიგერიაში სამართალდამცველებმა 15 ადამიანი გაათავისუფლეს, რომლებიც 5 წლის განმავლობაში ტაძარში ჯაჭვით იყვნენ დაბმული.

გამოცემა Legit-ის ინფორმაციით, საქმეზე სასულიერო პირი და ეკლესიის 10 თანამშრომელია დაკავებული.

როგორც ლაგოსის შტატის წარმომადგენელმა ბალა ელკანმა განაცხადა, დაბმულთა ასაკი 19-დან 50 წლამდე მერყეობს.

მისივე ინფორმაციით, ადამიანები ეკლესიაში ნათესავებს მიჰყავდათ ფსიქიკური და სხვა დაავადებებისგან „სულიერო გაწმენდის“ მიზნით.

როგორც ეკლესიის სასულიერო პირმა თქვა, მათ ჯაჭვით იმიტომ აბამდა, რომ ეშინოდა არ გაქცეულიყვნენ.

გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები