სირიაში რუსეთმა და თურქეთმა ერთობლივი პატრულირება დაიწყეს

სირიის ჩრდილოეთით თურქეთმა და რუსეთმა ერთობლივი პატრულირება დაიწყეს.

საჰაერო და სახმელეთო ქვედანაყოფების ერთობლივი მოქმედება ამჟამად სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მიმდინარეობს.

როგორც თურქეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, პატრულირება „22 ოქტომბერს სოჭში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ რუსეთის სამხედრო პოლიციის შემადგენლობაშია ბრონირებული მანქანები „ტიგრ“ და „ტაიფუნი“, ასევე თურქეთის სასაზღვრო სამსახურის ჯავშანმანქანები Kirpi.

სირიის ჩრდილოეთით ვითარება ოქტომბრის დასაწყისში დაიძაბა, როდესაც თურქეთმა ქურთთა მშრომელთა პარტიის წევრების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო.

17 ოქტომბერს აშშ-სთან შეთანხმების შედეგად თურქეთმა საბრძოლო მოქმედებები 22 ოქტომბრამდე შეაჩერა. ამ ხნის განმავლობში, ქურთებს საკუთარი ძალები და ტექნიკა საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით უნდა გაეყვანათ.

22 ოქტომბერს კი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი სოჭში რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს შეხვდა, სადაც ხელი მოეწერა 10-პუნქტიან ურთიერთგაგების მემორანდუმს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები