მიხეილ ქავთარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება

4 ნოემბერს,  12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ცნობილი მეცნიერის, ძველი ქართული ხელნაწერების მკვლევრის, პროფესორ მიხეილ ქავთარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შესავალი სიტყვით და მოხსენებით  – „მიხეილ ქავთარია საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი“ ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე გამოვა;
„მიხეილ ქავთარია და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი პროფესორი ზაალ აბაშიძე;
„მიხეილ ქავთარია – ქართული სამწიგნობრო სკოლების მკვლევარი“ – ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ეკა დუღაშვილი ;
„მიხეილ ქავთარია – მასწავლებელი“ – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ქეთევან ტატიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები