“ამ ქალაქის და შტატის პოლიტიკური ლიდერები ცუდად მექცევიან” – ტრამპი საცხოვრებლად ფლორიდაში გადადის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საცხოვრებლად ნიუ-იორკის Trump Tower ცათამჯენიდან ფლორიდის შტატში, პალმ-ბიჩის კურორტზე გადასვლას გეგმავს.

პალმ-ბიჩზე ტრამპი 1985 წლიდან აგარაკს ფლობს, სადაც პრეზიდენტობის პერიოდში იმაზე მეტი დრო აქვს გადარებული, ვიდრე ნიუ-იორკის პენტჰაუსში.

„პალმ-ბიჩი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ვიხდი მილიონობით დოლარის ოდენობით ადგილობრივი და შტატის გადასახადებს, ამ ქალაქის და შტატის პოლიტიკური ლიდერები მაინც ცუდად მექცევიან“, – განმარტა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები