“ნოტრ-დამი გაქრობის პირას იმყოფება” – ძეგლთა დაცვის მსოფლიო ფონდი ნუსხას აქვეყნებს (ვიდეო)

ძეგლთა დაცვის მსოფლიო ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხა გამოაქვეყნა, რომლებიც გაქრობის პირას იმყოფებიან.

ნუსხაში სხვა ძეგლებთან ერთად მოხვდა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და ჩილეს აღდგომის კუნძული.

ჩამონათვალში სულ 22 ქვეყნის 25 ღირსშესანიშნაობაა მოხვედრილი.

როგორც ფონდში აღნიშნეს, „ისეთი საფრთხეები, როგორებიც არის ნიადაგის ეროზია, ბუნებრივი კატაკლიზმები და ძალადობრივი კონფლიქტები, ასევე დაჩქარებული ურბანიზაცია გლობალური იდენტობის სიმბოლოებს საფრთხეს უქმნიან, ისე როგორც არასდროს“.

ფონდის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩამოთვლილი კულტურული ძეგლები სასწრაფო დახმარებას საჭიროებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები